Skip to content

ჩემი თინათინი ^_^

April 5, 2012

საქართველოში არც ისე ძნელია გაითქვა სახელი…შეაყვარო,შეაზიზღო თავი ხალხს…

მაშ ასე! ყველაზე თავისუფალი,ნიჭიერი,ნაზი,სადა და ჩემი საყვარელი მსახიობი- თინა დალაქიშვილი,”უკანასკნელი გასეირნების” ერთ-ერთი მთავარი გმირი,რომელმაც თავი შემაყვარა…მასზე ხმები მალე გავრცელდა და მოშურნეებმა შეიზიზღეს,ჩემნაირებმა შეიყვარეს.მომინდა უკვე თქვენთვის ცნობილ მეორე Kristen stewart_ზე (ანუ თინაზე) მომეგროვებინა ფოტომასალა და თვენთვის წარმედგინა :))

ყავასთან მისაყოლებელი პოსტი

April 5, 2012

თხის რქა- თქვენი ზედმიწევნითი შრომა დილით არასწორად შეფასდება ან საერტოდ უგულებელყოფილი იქნება. უსიამოვნო წერილს ან შეტყობინებას მიიღებთ. მიმოწერის დაწყებისთვის ნაკლებად შესაფერისი მომენტია. ახალი საქმეების, მათ შორის პირადულისთვის, საღამოს საათები აირჩიეთ. ამ დროს თქვენი ვალდებულების გრძნობა ადეკვატურ გამოხმაურებას ჰპოვებს.<<< ყოველთვის მჯეროდა ჰოროსკოპების და ახლაც არ უღალატია.ზუსტად ასე დაიწყო ჩემი დღეც და როგორ დასრულდება მაგას უკვე მომდევნო 15 საათი მიჩვენებს…

უკვე მესამე პირადული პოსტი გამომდის,რაც ძალიან არ მომწონს :))

ამ წუთას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს იმას თუ როგორ ვარ,მთავარია მშვენიერი დილაა და ღმერთის წყალობით ცოცხალი ვარ.ყოველდღიურობით ვტკბები… ყოველდღე შევიჭრები ხოლმე ჩემს მიერ შექმნილ ვირტუალურ სამყაროში, http://weheartit.com/ _ზე,http://soundcloud.com/ _ზე, მწუხარების დროს თავშესაფარი https://www.facebook.com/ გახდა…ვეჩვევი ცვლილებებს და არამარტო მე!ყოველდღე ვწერ თემებს სოციუმზე.მიმაღლდება საკუთარი თვითშეფასება და ნელ-ნელა ხალხის მიმართ სითბო მიჩნდება,მაგრამ არა ნდობა!ნდობა ეს ის გრძნობაა,რომელსაც მხოლოდ დედას მიმართ ვგრძნობ…ვამაყობ დედაჩემით:მას ხომ ჩემნაირი შვილი ყავს :დ

უბრალოდ სასაცილოა რამდენს განვიცდი და სიტყვას არ ვამბობ,ბოლო ხმაზე ვყვირი, მაგრამ არავის შეუძლია გაგება… ხანდახან წვიმის დროს აივანზე გავდივარ და საათობით ვზივარ და ვფიქრობ არაფერზე და მაინც ყველაზე კარგი შეგრძნება მეუფლება,ყველა ემოცია შემოიჭრება ჩემში და სახეზე ბედნიერი face მაქვს :დ სწორედ ასეთი მომენტებით ვცოცხლობთ ჩვენ,ვხარობთ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხვდებით საიდან მოდის ეს “უსაფუძვლო” სიხარული.

pictures for mood 

 

წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ ^_^

მარტის პოსტი

March 31, 2012

31 დღე,744 საათი,44640 წუთი და 2678400 წამი გავატარე ამ თვის სახელწოდების ქვეშ.დღეები დღეებს მისდევდა,წამები წამებს-არაფერი იცვლებოდა.ვკითხულობდი და ვწერდი,თუმცა იყო რაღაცეები,რომლის ასრლებაც დიდი ხანია მინდოდა.

 

წინასწარ შეგახსენებთ:წიგნი არ დამიწერია,არ მიმოგზაურია,სკოლა არ გამომიცვლია,თმები არ შემიჭრია.

მარტის დასაწყისი…დაახლოებით ათ რიცხვამდე გამოუდმებით ვამოწმებდი ჰოროსკოპს დილაობით,ვდგებოდი 6-7 საათისთვის,მაგრამ მულტფილმების ყურებაში გართულს სკოლა სულ მავიწყდებოდა,ამიტომაც იყო რომ სკოლაში დამგვიანებელთა სიაში ყველაზე ბოლოს მე ვეწერე : ).მარტის დასაწყისში გავაკეთე ბლოგი,თუმცა მისმა სახელმა მე 9 პარასკევა გოგონას მალე მომაბეზრა თავი და უმეტესად აღარ ვანახლებდი.ხდებოდა ისე რომ ვკითხულობდი ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წიგნს და ფიქრები ამ დღეების განმალობაში არ მასვენებდა.დაგვინიშნეს გამოცდები,რომელსაც,ვხვდებოდით,მომავალი არ ქონდა :დ

შემდეგ,შუა რიცხვებისთვის დაიწყო აზრთა ცვალებადობა და მომავალი პროფესიის არჩევა.საბოლოოდ,სოციოლოგიურზე ან იურიდიულზე გადავწყვიტე ჩაბარება :).”გადაგვიდეს” “გამოცდები” :დ.ამ დღეების განმალობაში აღმოვაჩინე ბევრი უცხო და კარგი სიმღერები,რომლის მოსმენის დროსაც ყველა ემოცია ერთად იჭრებოდა ჩემს სხეულში,მიყვარს ასეთი მომენტები.შემიყვარდა სტრომა <3.იდეების ქარი ქროდა ჩემს თავში,მეც არ დამიკარგავს ეს შანსი და რაც შემეძლო მთლიანად გამოვწურე,ვწერდი და ვწერი რაც თავში მომდიოდა და თან საკმაოდ კარგი ჩანაწერები გამომდიოდა.მარტის შუა პერიოდი მიყვარს-ერთ დღეს რომ წვიმს და მეორე დღეს მზე რომ ანათებს.

მარტის 20-31 რიცხვები:სასაცილო დეპრესიები,forever alone,ახალი ყური და დღიური-ის რაც ახასიათებს ჩემს მარტის ბოლო პერიოდს.ისე კი კარგად დამამახსოვრდა,მაგრამ იყო რამოდენიმე დღე,რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს ცხოვრებაში. აქტიურად ვეცნობოდი ადამიანებისგან სიცრუის თეორიას და ბევრსაც ვსწავლობდი მათგან.საბოოლოდ(დედაჩემის აზრით) ვიყიდე ყურსასმენები რაც მთავარია,ძლივს დავამთავრე Fb-ზე ბლოგის ფეიჯი:)))

დღეს მარტი დამთავრდა,ხვალ კი დაიწყება სიცილას,ანუ აპრილის თვე…ასე მიყვება თვეები თვეებს,დღეები დღეებს :)

პარა პაპა პაა….

March 29, 2012

… Voage de noces

…Voyage of notes

 Voyage de notes-My memory card : )

რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ,რასაც ვხედავ და ვისმენ,რასაც ვსწავლობ და ვითვისებ,რასაც ვკითხულობ და ვწერ-ის ეწერება მომდევნო პოსტებში.მე ერთი დამწყები “ბლოგერი” ვცდილობ მკითხველისთვის ვიყო საინტერესო,რადგან რაც უფრო საინტერესოა ავტორი-უფრო საინტერესო ხდება წიგნი.

მე ვარ გოგონა სახელად მარიამი,რომელსაც უყვარს-ფსიქოლოგია,ფოტოგრაფია,წერა-კითხვა და უმი კართოფილის ჭამა :d უყვარს ქალაქის ქუჩებში ხეტიალი და მოდური ადამიანების ცქერა :დ ალბათ თქვენც მიხვდით რომ ახლა ინგლისურ შრიფტზე გადასვლა დამეზარა რომ ერთი კარგი ხასიათის აღმნიშვნელი  ასო “დ” დამეწერა,აქედან გამომდინარე ცოტა ზარმაციც ვარ(ძალიან ცოტა),ვარ რეალისტი,ასევე თხის რქა და გრძელთმიანი.ხანდახან წაგიჟებებიც მჩვევია :დ ვცხოვრობ ჩვეულებრივად და თან არც : ) დანარჩენს კი პოსტები გეტყვით :)))

კეთილი იყოს ჩემი ბლოგი ბლოგების სამყაროში!