Skip to content

ლიტერატურული “კაფე”

არ ვიცი მათი რიცხვი რამდენს უდრის მაგრამ იქ მყოფებთა უმეტესობამ ლობიანების და ხაჭაპურების სიმრავლესა და წიგნების ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურდღება- სამწუხაროა მაგრამ ასეა…

მოკლედ,გადავწყვიტე გავაკეთო ჩემი ლიტერატურული “კაფე” სადაც იქნება ჩემი საყვარელი წიგნების ელეკტრონული ვერსია შემოთავაზებული და ასევე გემრიელი ჩაი/ყავა და კრუასანები,ფრანგული ფრი და პიცა : ) ) მმმ …

ჯერ ავირჩიოთ,ყავა თუ ჩაი?

ახლა კი…

წიგნები :

“ქარიშხლიანი უღელტეხილი”-ავტორი:ემილი ბრონტე.წიგნმა იმით გამიტაცა,რომ აქ არის ორი ერთმანეთისგან პარადოქსული მაგრამ რეალური ისტორია-სიყვარულსა და სიძულვილზე.

“ალქიმიკოსი”-ავტორი:პაულო კოელიო.თუ რატომ ავირჩიე ეს წიგნი მიზეზი ერთია-ბევრი აკრიტიკებდა და გადავწყვიტე სასწრაფოდ ბიბლიოთეკაში მენახა,რადგან სახლში არ აღმომაჩნდა.დარჩენილი შეგრძნებები,წაკითხვის შემდეგ, დიდი იყო…რაც მომეწონა ეს იყო ავტორის მიდგომა ამ ცხოვრებისადმი,რაც ჩემი ცხოვრების სტილს შეესაბამება.წიგნის წაკითხვის შემდეგ გგონია რომ შენთვის მიუღწეველი აღარაფერი რჩება.

“მარიამ სტიუარტი”-ავტორი:შტეფან ცვაიგი.ბიოგრაფიული წიგნია დედოფალ მარიამ სტიუარტზე და საკმაოდ გასაგებ და მხატვრულად არის დაწერილი.წაკითხვის შემდეგ გინდა ისევ გადაშალო და დაიწყო თავიდან,რადგან აღიდგინო ის შეგრძნებები რომლებსაც განიცდიდი კითხვისას…

“ჯეინ ეარი”-ავტორი:შარლოტა ბრონტე.არ სჭირდება ბევრი ლაქლაქი…

“უცნობი ქალის წერილი”-შტეფან ცვაიგი.ერთ ამოსუნთქვაში იმდენ რამეს შეიგრძნობ შენ თვითონ გაგიკვირდება

“ლამაზი მეგობარი”-ავტორი:გი დე მოპასანი.წიგნი თუ როგორ შეცვალა და როგორ იცვლებიან კაცები ფულისგან.ერთი სიტყვით კაცის ფსიქოლოგიაზეა ეს წიგნი.

“ანა კარენინა”-ავტორი:ლევ ტოლსტოი.ესეც საკმაოდ ფსიქოლოგიურია.ბიბლიოთეკარმა შეიძლება ვერ გაიგოო ისე მითხრა ნერვები მომეშალა და წამოვიღე,ხოლო როცა მეორე ნაწილისთვის ავედი სულ გადაირია :დ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეგრძნებები არ მომკლებია,რადგან Requiem for a dream-ზე ვუსმენდი…დასასრული საკმაოდ ამაღელვებელია.

“ტრიუმფალური თაღი”-ავტორი:რემარკი.რავიკი…რავიკი…რავიკი-გულში მყავს ღრმად.შეგიყვარდებათ ეს ადამიანი და არა მარტო ეს ადამიანი ასევე გახდებით კალვადოსის მოყვარული და მისი დალევის წყურვილი დაგახრჩობთ.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხდება მოვლენები ტრიუმფალური თაღის გარშემო…

“საუბარი წყვდიადში”-ავტორი:აკუტაგავა.პატარა ფსიქოლოგიური მოთხრობა,სულ 8-ჯერ მაქვს წაკითხული :დ

ზღაპრები-ავტორი:ჰერმანე ჰესე.ეს ნობელის ლაურეტი მწერალი ღრმა ფსიქოლოგიურ ზღაპრებით არის ცნობილი.გაგეცინათ ალბათ ზღაპრები რომ ეწერა მაგრამ ზღაპარი არ არის ჩვენი ცხოვრებაც?!

“ო-გინი”-ავტორი:აკუტაგავა.იაპონელი მწერალი რომელმაც ერთი კვირა დამაფიქრა.ვერ ვივიწყებდი შეგრძნებებს,მართალია პატარა ნაწარმოებია მაგრამ მწერლის იარაღი ძალიან ძლიერი იყო.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. April 7, 2012 5:42 pm

    ტრიუმfალური თაღი !<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: